გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.022 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ, - განაცხადა „დამოუკიდებელი დეპუტატები-ს“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, უშუალოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნებული ფერმერი გიორგი მჭედლიძე 200 ჰექტარზე სასტუმრო და სარესტონო კომპლექსის, ჩოგბურთისა და გოლფის მოედნების მშენებლობას და ნუშისა და კაკლის ბაღების გაშენებას შეუდგა. ამ ადგილას მოეწყობა ასევე ხელოვნური მთა, საიდანაც ცხინვალის ხედების დანახვა იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.