საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მის მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.
დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.
2020 წლის 20 თებერვალს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში დღის წესრიგის 63-ე საკითხზე, თემაზე: „ვითარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩხერეში მომხდარი მკვლელობა გახსნა და მამის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გაუფასურდა.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 50 მ სიგრძის და ექვსი მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ. ბინა, აგრეთვე, გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2018 წელს დაღუპული პოლიციელის მურად (ბუტა) ანთაძის ოჯახს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.