საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია M2-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შეითავსებს.
უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
პოსტ–ბრექსიტის საიმიგრაციო გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შესვლისა და დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის მუშაკები ვიზებს ვერ მიიღებენ. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს დამსაქმებლებს „ხელი აიღონ იაფ მუშახელზე“ ევროპიდან და დარჩენილ თანამშრომლებში და განვითარებად ავტომატიზებულ ტექნოლოგიაში დააბანდონ ინვესტიცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.