ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს.
მესტიის ლ. ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში, ფოლკლორული ანსამბლი „რიჰოს“ კონცერტის დასრულების შემდეგ, ქ. უკრაინკას მერმა, ტატიანა კუჩერმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მსხვილფეხა პირუტყვის გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტა. „ოჯახია ჩემს უკან, ჩემი შვილებია, შვილიშვილებია, რა ვქნა, რა გავაკეთო მითხარით?“ - აღშფოთებული ეკითხება ქალბატონი ლოლა უმფრიანი ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.
საპარლამენტო უმრალესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტპატიმრებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ, რაც მათი მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა.
მმართველი გუნდის ოპონენტები, მხარდამჭერებთან ერთად, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიჭინაძის მხრიდან შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ტფილისი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა, ქუჩებსა და ეზოებს ცუდათ უვლიდნენ. ზოგიერთნი ეზოდან ჭურჭლისა და სარეცხი საპნის, ბინძურ წყალსა და კვების ნარჩენებსაც ქუჩაში ღვრიდა. სახლის აივანებიდან „ქვაშაგებსა“ და ხალიჩების მტვერს თავზე აბერტყავენ გამვლელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.