საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0074 პუნქტით გაუფასურდა.
„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონილიაზე.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონა ვირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის, ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება აქაც აგრძელებს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას და ქვეყანა მთლიანად გახსნილია ამ მომაკვდინებელი სენისთვის, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.
2019 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მოქალაქეებს 17 471 კონსულტაცია გაუწია, რაც წინა წლის კონსულტაციების რაოდენობას 2,6%-ით აღემატება.
ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, - ასე გამოეხმაურა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოდბის დედათა მონასტრიდან. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.
თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „გაბედეს“ წევრები გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას და მისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს.
ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დაგეგმილ მეხუთე შეხვედრასთან დაკავშირებით.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.