საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა.
ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 26 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 830-ს მიაღწია. ინფორმაციას BBC-ის ავრცელებს.
„ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, საღამოს 6 საათზე რომ მოუნდა „ელიტურ“ პატიმრებთან - ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან და ნაკანთან შეხვედრა“ - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სახალხო დამცველის შეხვედრას მერაბიშვილთან და ოქრუაშვილთან.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე, „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.
დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ლევან იზორიას ძმას, კიტა იზორიას, რომელიც პატრულმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, სისტემა მფარველობს, მის დამკავებელ პოლიციელს კი დევნის.
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის „ბე“ ტიპის ვირუსით გარდაიცვალა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.