საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხევდრა გამართა ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, პარლამენტში სავარაუდოდ ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს. 

სრულად...

„ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი შეუძინა.

სრულად...

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოინახულა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

სრულად...

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულმა აქტივისტმა და ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახით მას 13-დღიანი პატიმრობა ჰქონდა განსაზღვრული.

სრულად...

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ბონდო სოფრომაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სრულად...

მას შემდეგ, რაც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, ნიკა მელიას კი 25 000 ლარიანი ჯარიმა და 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, მელიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა „კოლექტიური ბექა ოდიშარიას“ მეშვეობით მისი „პარლამენტიდან გამოგდებაა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი