ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი“ დაკავებული ქართველი ექიმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის – ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამის გამო ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან (27 ნოემბერი 2019 - 15 მაისი 2020 წ.) დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 23 ნოემბერი ბორბალზე წამების, ხოლო 6 მაისი მისი აღსრულების დღეა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღშვილმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაციაში ოლიმპიადა „ჯენიუსის“ გამარჯვებულ შოთა ბერიძეს უმასპინძლეს და სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლის გახდა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს.
იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ქალაქ ტურინში მდებარე იტალიურ საავტომობილო კომპანია IVECO-ს ესტუმრა და კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. მან აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოაცხადა.
როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა, სახლში არ დაჯდებოდა, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გამყარდა.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანან: თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან ერთად და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითმფრინავის ბორტზე ერთად იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.