საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ოკუპაცია ლეიბორისტებმა კიდევ ერთხელ, სოფ ოძისთან გააპროტესტეს, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში ჩანს რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზა.
საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ყოველთვის ვერიდები ამ თემაზე ლაპარაკს, ყოველთვის ვიკავებ თავს, ბევრისთვის ეს ცნობილია... ახლა კი მინდა ხმამაღლა ვთქვა... ჩემი შვილი ( სიძე ) მამა ზინობი აგერ უკვე 27 წელიწადია ღია ცის ქვეშ მოღვაწეობს და უდრტვინველად ადიდებს უფალს თავის არაჩვეულებრივ მრევლთან ერთად“, წერს „ფეისბუქზე“ დალი დევიძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ხარება“ დაათვალიერეს.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
ანალიტიკოს ნიკა ობოლაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იგი არ აკეთებს ფულს საქართველოში, რადგან, როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, საქართველოში ყველა მსხვილ ბიზნესს სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს, გარდა ამისა, მის ყულაბაში მიდის ე.წ. ატკატები უმსხვილესი ბიუჯეტის მქონე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ჯამში, ამ ყოველივეს წყალობით, ბიძინა ივანიშვილი ყოველწლიურად 2-3 მილიარდი ლარის შემოსავალს იღებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.