ელჩმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის (GSPM) სტუდენტებსა და თანამშრომლებს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ქალაქის 134 ბაგა-ბაღში 30 წლის მანძილზე არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მოაგვარა - ბაღების საწყობებიდან და ეზოებიდან 165-მდე ტონა ჯართის გატანა დაიწყო.
6-7 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სამთავრობო კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, ქარინ იარ დე გერერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
„ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით შეიკრიბება, - განცხადება ორგანიზაციის ლიდერმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აღვში, ნაკურალეშში, სანორჩში და მახაშში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებას ადგილზე გაეცნენ.
2020 წლის ივლისში ხაშურს ახალი შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა ექნება. E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა გრძელდება და 2019 წლის ბოლოს 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
როდესაც ადამიანი შეიტანს საჩივარს, მითუმეტეს სინოდზე, ის ვალდებულია, ეს საჩივარი დაამტკიცოს, თუ ვერ დაამტკიცებს, თვითონვე იმ სასჯელით განიკვეთება, რა საჩივარითაც შევიდა თავიდანვე, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ გადაცემა „რეაქციაში“ საბრისას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.