ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მოადგილე ჯუმბერ ლომსაძე, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და საკრებულოს თანამშრომლები "ღია დიალოგის" პროგრამის ფარგლებში სოფლების - გოგაშენის, აფნიის, ოკამის, აზმანის, კუმურდოს, კირაკოვანის, დილისკის, ჩუნჩხისა და პტენის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელ ნორიოს და მუღანლოს მცხოვრებლებს რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები შეხვდნენ და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინეს.
იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამ გაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც მან ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან ერთად დასახულ ყველა გეგმას და რეფორმას პირნათლად ასრულებს.
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თეიმურაზ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, სოფლების: ორპირის, ხრესილისა და მუხურის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0146 პუნქტით გამყარდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
საქართველო არის სასინჯი ქვა. საქართველოს მერე იქნება სხვა და ეს "სხვები" უკვე დაწყებულია. ვისაც არ გჯერათ, გაიხედეთ უკრაინაში, სირიაში და სხვაგან, - განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.