შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.
„დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღე, რომელშიც მთხოვენ დავეხმარო საქართველოს დატოვებასა და ოჯახით უცხოეთში გადახვეწაში, ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას შეალია და არაერთი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდა“, აცხადებს „ფეისბუქის“ მეშვეობით მსოფლიო ბანი, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და სოციალური ქსელის მომხმარებლისგან რჩევას ელოდება, როგორ მოიქცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბულიწყუში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში 243000 ლარის ღირებულების 14 პროექტი განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
დუშეთის მუნიციპალიტეტს ოფიციალურ ვიზიტად ლიეტუვის, კერძოდ დუშეთთან დამეგობრებული პრიენაის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.