ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ კოლეგასთან საუბრით დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ბენ უალესს მადლობა გადაუხადა და ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა.
ბელგიის სამეფოში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად გამართა ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ურყევი მხარდაჭერისთვის ალიანსის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.
ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დუშეთის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად დუშეთში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპების ხელმძღვანელები.
„IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტი (AMMAR) ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს. გამარჯვებული ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 22 ქვეყანაში განხორცილებულ პროექტებს შორის გამოვლინდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0062 პუნქტით გამყარდა.
მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ (INL) კინოლოგიური პროექტი "K9"-ის ფარგლებში გადასცა სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით. აღნიშნული პროექტი INL-ის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.