საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კილომეტრიანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა და ასევე დასრულდება ქუთაისის შემოვლითი, სამტრედიის 200 მლნ ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კილომეტრიანი ახალი ორი ზოლის მშენებლობა.

სრულად...

ხობის მერიის ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წინაგოლაში მოეწყო სკვერი; ოხვამეკარსა და ნოჩხონში მოიხრეშა შიდა სასოფლო გზა; კ. გამსახურდიას ქუჩაზე დაიგო ბეტონის საფარი სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა; ხეთაში რეაბილიტირდა ხიდი და ხიდბოგირი; ოხვამეკარში შეკეთდა ხიდი და ხიდბოგირი მელიორაცია; 05 ჰექტარ მიწის მასივზე ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორები, მაგისტრალური და შემკრები არხები. 

სრულად...

საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

სრულად...

„აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საქართველოში მოღვაწე სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოვანეს თუმანიანის დაბადების 150 წლის იუბილე აღინიშნა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში საქმიანი წრეების და მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

სრულად...

საქართველოს გენერალური პროკურატურის დატოვების შესახებ სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ყოფილი პროკურორი სალომე ადეიშვილი განმარტავს, რომ უწყება იმის გამო დატოვა, რომ „შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ“...

სრულად...

ფესტივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეშვიდედ ჩატარდა, მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.

სრულად...

უკვე მერამდენე დღეა „საქართველოს ბანკისგან“ საჩუქარს ველოდები! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია და ამატებს, რომ არ ხუმრობს, რადგან ბანკი შეჰპირდა, რომ სიურპრიზს გაუკეთებს.

სრულად...

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი