შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

სრულად...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის  საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. 

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

„ეშმაკი იყოს თადუმაძისკენ, მაგრამ მაგ წლებში სულ მასე, ლამის სარდაფებში არ იყო გახსნილი უმაღლესი სასწავლებლები? ლამის ყველა სოფელში არ იყო, თან ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო ფაკულტეტები (სამედიცინო, იურიდიული)?! რამდენ ადამიანს აქვს მასეთებში დიპლომი აღებული?!“ - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გლდანი-ნაძალადევის სკოლების 201 მეათეკლასელს გადაეცა.

სრულად...

ქ. ონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამჟამად ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (I ეტაპი) სამუშაოები მიმდინარეობს. შემსრულებელი შპს "იერი"; ღირებულება 1440000ლარი; დაფინანსების წყარო-რეგ ფონდი.

სრულად...

„კელიებში მაინც არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს“, - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" დავით გარეჯის კომპლექსის გიდმა ზვიად ანანიაშვილმა.

 

სრულად...

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, „რუმს ჰოტელში“ კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნება.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი