2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა მოიპოვა. მას მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟლი ჯილდო "მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევისთვის" გადაეცა. 

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტში ლატვიის ქალაქ ტუკუმსის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით მეწარმეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გაიმართა და მთავარ მიზანს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა წარმოადგენდა.

 

სრულად...

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

 

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.რ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დიდველის, ქვეშეთისა და ფასანაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.ა., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სრულად...

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი სრულად მიუღებლად ცნო დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა მის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი).

 

სრულად...

თურქეთის მხრიდან სირიის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს სულ ცოტა 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია.

სრულად...

10 ოქტომბერს, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მეზეუმმა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,არტრა 2019"-ის დასკვნით გამოფენას უმასპინძლა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი