დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიხსნა გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ - იტალიური მხატვრობის სამ საუკუნე – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
დღეს, 27 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს “ რაჭა-2005’“ ,შპს "ინდივიდ პარტნიორი“ წარმომადგენლებთან, ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან.
სოხუმის დაცემის დღიდან 26 წლის შემდეგ წყალტუბოში შეკრებილმა აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, საკრებულოს, მერიის, ააიპ-ების თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამთავრობო გუნდი მოსახლობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ადგილობრივებთან ერთად პრიორიტეტების გამოვლენა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა ხდება.
სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისთვის. წელს ლიტერატურული კონკურსის მსურველი 6 მოსწავლე აღმოჩნდა. თემატიკა და ფორმა წერის დაწყების წინ გაჟღერდა. წელს მონაწილეებს ჟანრში სრული თავისუფლება ჰქონდათ, თუმცა ინსპირაცია რამდენიმე საკვანძო სიტყვა იყო, რაც შემდგომასთან ასოცირდებოდა.
„თბილისიმარათონი2019“-დან გამომდინარე, 29 სექტემბერს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეხვედრა შედგა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.