ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტეტის მერიაში, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ-ების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა და დაგმეს ოკუპირებულ რგიონებში შექმნილი ვითარება და ადგილზე მიმდინარე უკანონო ქმედებები. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

 

სრულად...

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის  პროცესს კახეთში გაეცნო. მინისტრის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან, ლევან მეხუზლასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში  ღვინის საწარმოებში  იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

 

სრულად...

ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა აიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი, 63 მოაგროვა.

 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.

 

სრულად...

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, ვართუი სარკსიანი, რომელიც თითქმის ხუთი ათეული წელია (49 წელი) რაც სკოლაში მოღვაწეობს პედაგოგად - აქედან 28 წელი დირექტორის თანამდებობაზე - აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საგანმანათლებლო სფეროში ბევრი რამ შეიცვალა დადებითი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში.

სრულად...

მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, სირცხვილია“, - განაცხადა ლევან ვასაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

სრულად...

პროკურატურაში, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნია განაცხადა, რომ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალს მისი გვარი დაუკავშირა, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს. 

 

სრულად...

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი