ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთში ნავთობის ტერმინალზე ორჯერ განხორციელებული თავდასხმის გამო - რაზეც პასუხიმგებლობა იემენის ამბოხებულმა „ჰუსიტებმა“ აიღეს, თუმცა ვაშინგტონმაც და ელ-რიადმაც ბრალი ირანს დასდო - უფრო მეტი საჯარისო ნაწილების განლაგების შესახებ გამოაცხადა, გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ უცხო ძალები ყურეში უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის „დღე მანქანის გარეშე“ მხარდასაჭერად გაიმართა.
ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა.
„ქართულ ოცნებას“ უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ჩაატაროს - ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება, ნეგატიური კამპანია, - აცხადებს გაზეთ „ვერსია“-სთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს 300 მილიონი დოლარის დახარჯვა ამ არჩევნებზე.
„აი, პრეზიდენტი რომ ურეკავს ცნობილ ოჯახს, არ ვიცოდი თქვენი შვილის მკვლელი რომ იყო, თორემ არ შევიწყალებდიო, აი, მანდ ვართ წუმპეში, წუწუნწუხში, ჯოჯოხეთსა და მოუსავლეთში!“ - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი და განაგრძობს:
21 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა ბელორუსიის რესპუბლიკის (მინსკის) აგრო და ეკოტურიზმის ასოციაციის „country escape” წარმომადგენლებთან.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება, ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა. ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა - „ვისაუბრეთ სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, ისეთი როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე საქართველოში.“
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას.
ყაზახეთში მინდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.