ეს არის პირველი კურსის მასალა, მეგონა, ეს იცოდით, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ალანიამ დეპუტატის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტი არ არის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
კახეთის რეგიონში, რთველი უკვე პიკურ ფაზაშია და 22 სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით 110 ათასი ტონა ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლების მიერ ხდება საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ორგანიზებული მართვა, რათა მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.
აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი წარმატებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა.
პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ დღეს თბილისის დროით 14:15 საათზე გამართავს.
ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში.
ბექა ლომთაძემ (61 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, დემურ დვალიშვილის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას, სადაც, ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხების გაცემა.
ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და აცხადებს, რომ „ეს პიროვნება იურიდიულად არის გატაცებული და მძევალი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.