GUARDIAN.GE - უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „სიტუაცია უბრალოდ ჩაკეტილია“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა BBC-ისთან ინტერვიუში. - „მდგომარეობა უძრავია“.
ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ისნის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტის გამო, 30 დეკემბრის 00:00-დან 4 იანვრის 00:00 საათამდე, გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.
მიუღებელია, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან... მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
GUARDIAN.GE - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გავიდა და ჰკითხა: „აქ რომ მოვარდით... სად იყვნენ 2007 წელს, როცა უკვე მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები?!“. მის მიმართვას - „აქ რომ მოვარდით“ - რომელიც მან დაჟინებით სამჯერ გაიმეორა, აქციის მოანაწილეთა მწვავე რეაქცია და ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა.
„საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება დღესაც“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმორბაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ კომენტირება არ ისურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.