დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება.

სრულად...

ზაზა ფაჩულიამ საკლათბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ Facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ფაჩულია გუნდში დაბრუნდა და ახალ პოზიციაზე იმუშავებს. 

 

სრულად...

სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულდა ევროპის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 შესაძლებლიდან 4 მედალი მოიპოვა, 1 ვერცხლი (გიორგი ნადარეიშვილი) და 3 ბრინჯაო (იაკობ რიგვავა, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე). ოთხივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

 

სრულად...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. მასზე  განსახილველი 10 საკითხი იყო, თუმცა იმის გამო, რომ ოსურმა მხარემ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა, საკითხების უმეტესობის განხილვა ვერ მოხერხდა. 

 

სრულად...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი.

სრულად...

საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე კადრირებული ბატალიონის სარეზერვო ასეულის დასკვნითი შეკრებები მიმდინარეობს. ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, ორი კვირის განმავლობაში საცეცხლე მომზადების ყველა ეტაპს გადიან. ისინი სროლებს ქვეითი ქვედანაყოფის შეიარაღების, ავტომატის, ტყვიამფრქვევის, მსუბუქი ტყვიამფრქვევის, ხელის ყუმბარტყორცნის, ლულის ქვეშა ყუმბარტყორცნის საშუალებით ახორციელებენ.

 

სრულად...

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და 1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სრულად...

საქალაქო სასამართლო პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის ცივი იარაღით დაჭრაში ბრალდებული ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და 27 აგვისტოს მომხდარი საერთოდ არ ახსოვს, სწორედ ამიტომ ადვოკატი 51 წლის ქალისთვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი