„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს „ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე, შესწავლილი იქნას მათი თითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულნი, ჟურნალისტების დახმარებით, ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში!“

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ სოფელ სააკაძეში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.

სრულად...

სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. იმერეთის რეგიონის მასშტაბით რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა და გარკვეულწილად სამუშაოებიც ჩატარდა.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის მახლობლად შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს მდგომარეობის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.

სრულად...

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. 

სრულად...

„მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დაამატა, რომ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნას არ გამორიცხავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

სრულად...

თურქეთის გამარჯვების და შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები 1 ლარად შეიძენენ, - შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.

 

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი