ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში 2011 წლის 28 აგვისტოს ავღანეთში სამხედრო-სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული რეზო ბერიძის (დინჯი) სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ დღეს შედგა ვანო ჩხარტიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და თუკი ივანიშვილი მათ სქემას გაიზიარებს, კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართება და სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალი იქნება.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო საჯიჯაოს N1 და N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
ბრაზილიამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ტყის გადაწვა აკრძალა. დაწესებული აკრძალვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთნ, მერიის სამშენებლო სამუშაოების ისპექტირების და მონიტორინგის ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები და საქართველოს გამოცდილებას თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა" განიხილავენ. კონფერენციას მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების მეცნიერები, ასევე ფერმერები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს დელფიმ სანტიაგო დას ნევეს და ასამბლეის დეპუტატებს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.