ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (I ეტაპი) სამუშაოები მოინახულა.
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი ტყის ხანძარი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 66,5% შეადგინა.
მთაწმინდის გამგეობამ ოქროყანაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 4 დღიანი ვიზიტით მონღოლეთის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანია მონღოლეთის სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლები გაეცნონ საქართველოში არსებულ სოციალურ პოლიტიკას და მოსახლეობისთვის განკუთვნილ სოციალურ სერვისებს.
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს, - ინფორმაცის შსს ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქის, პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში „პროფესიონალურად დაგეგმილი და შესრულებული შეკვეთილი მკვლელობად“ სახელდება.
მუჰამედ ჯავად ზარიფი დაესწრო სამიტს ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში, სადაც მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი , მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.