26 აგვისტოს, ქ.ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
imedinews-ის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია ბრიფინგს გამართავს.
ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ქ. ბურსის ქარაჯაბეის რაიონის სოფ. ბოღაზქოიში ჩატარდა თურქეთის ისტორიული ქართული დიასპორების მე-6 ყოველწლიური სახალხო ზეიმი - “Marioba Şenliği”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის მასშტაბით არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა და ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განაცხადა.
"მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.
24 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული ციხე - მუზეუმი გაიხსნა. ეს პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია მუნიციპალიტეტში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.012 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. მინისტრი გაეცნო დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისით სტუმრობენ. მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე კომენტარს აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.