შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს.
აბსურდია, ვერ შემედავებიან. რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ, ჯაფარიძემ რა ჩემი საქმეა. მე ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული, - განაცხადა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში მისვლისას, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი უნდა გაიმართოს.
ჩვენ საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ, რეალობა და ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო უნდა დასრულდეს, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის, - განაცხადა "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შესახებაც ის სოციალურ ქსელში წერს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ურბნისის, რუისისა და ბებნისის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ. შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებებზე და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი - ნ.გ. და დ.გ. დააკავეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. დაკავებულთაგან, ერთი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო, მეორე ყოფილი თანამშრომელია.
თბილისში საქართველოს და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.