თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც კაპიტალურად მოწესრიგდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ასპარეზობა 5 მედლით და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს. ხორვატიის დედაქალაქში ჩემპიონობა გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა იზეიმეს
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
მოკლულია სულ მცირე სამი ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 11-ს, მათ შორის ზოგიერთს კრიტიკული, კალიფორნიაში, კვირას, საჭმელების ფესტივალზე მომხდარი სროლებისას.
რეაბილიტირებული გზა სოფელ ნიჩბისში იწყება, გადაკვეთს მდინარე ნიჩბისისწყალს, გაივლის მუხრან ბატონის კოშკს, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიებს, დიდგორის დიდების მემორიალს და ეკლესიის გავლით მიდის უღელტეხილისაკენ, საბოლოოდ კი უერთდება კოჯორი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზას.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა პირებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მხარდამჭერი, ამჟამად „გამარჯვებული საქართველოს“ გვერდით მდგომი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც ოქრუაშვილს „ივანიშვილის პირად პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში მცხოვრები მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვერ მოხდება ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია“ და ის, რასაც რეალურად ივანიშვილი აკეთებს, ეს არის საქართველოს ასლანიზაცია, თუმცა, როგორც კვირას გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი ამბობს, ივანიშვილს, რომელიც „თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოვებს“, ასლან აბაშიძისაგან განსხვავებით, საქართველოდან „გაქცევის საშუალება“ არ მიეცემა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. ამ დროისთვის კვალავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.