საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა შედგა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, სადაც დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის ინციდენტია ასახული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე მშვიდი ვითარებაა.
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ღონისძიება ამჯერად კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში გაიმართა.
ხალხი ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან დაიღალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის Tbilisi Classic Open Air ფარგლებში, კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა იმ ვიდეო მასალას აქვეყნებს, რომელიც უწყებამ დაცვის მხარეს გადასცა და რომელიც, მთავარი საგამოძიებო უწყების თანახმად, „უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას“. თუმცა როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეო მასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართა, რომლის ფარგლებში მოეწყო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, 18:00 საათიდან, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო.
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.