ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ამხანაგობების ოფიციალური მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში 80 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.
12 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს #4) რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას აფასებს და ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში გაწეული სამუშაო ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას.
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სასაფლაოს და სპორტული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს. სოფელ გამოღმა ქარიატაში სტადიონის ღობის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო.
„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის სამინისტროს შორის ევროპული ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ევროინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის გზაზე წარმატებული სვლის მიმართულებით.
„ვფიქრობ, რომ ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და უაღრესად მასშტაბური კონფერენცია, ჩვენ ასეთი ტიპის კონფერენცია, შეიძლება ითქვას, რომ არც გვქონია, გამომდინარე სტუმრების მაღალი დონის და წარმომადგენლობის თვალსაზრისით, ასევე შინაარსიდან გამომდინარე, ის გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა იყო უაღრესად მხარდამჭერი საქართველოსთვის და იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ ძალიან ზუსტი აღქმა იმ პროცესებისა, რა პროცესებიც მიმდინარეობს საქართველოში.“
„ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შ.პ.ს "ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინი”, შ.პ.ს "მოედანი 2009“, შ.პ.ს "რაჭა - 2005", შპს „ დიოკნისე“, შ.პ.ს "ურიში" , კომპანიის წარმომადგენლობასთან, ასევე ი/მ თეიმურაზ სხიერელთან და ი/მ გიორგი გუგეშაშვილთან.
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ექვსი თვის განმავლობაში 31 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 35 946 კვ.მ. ფართობზე მოაწესრიგა. სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე შიდა კვარტალურ გზებსა და შიდა ეზოებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.