დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.
ბაქოში სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს ჟურნალისტ სევინჯ ვაგიფგიზის საქმეზე, რომელსაც ბრალი ღირსების შელახვაში ედება. ამის მიზეზი 2018 წელს აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნების შესახებ მის მიერ გადაღებული ვიდეოსიუჟეტი გახდა.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაკარგულად მიიჩნევა, სტიქიის შედეგად სხეულის დაზიანება 33-მა ადამიანმა მიღო.
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა თურქული ავიაკომპანიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან გამართა.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ტელეკომპანია „იმედის“ იუმორისტული გადაცემის „ვასმედიას“ წამყვანის განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის მოსკოვში ექსტრადირების პროცესი დროებით შეაჩერა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ექსტრადირების ნაწილი უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა. პროცესის შეჩერების მიზეზი კი ის არის, რომ სააპელაციო სასამართლომ სუმბაევისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული კოშმარის“ (შენიშვნა: ასე მოიხსენიებს ალასანია „ქართულ ოცნებას“) მიერ „ნაციონალური მოძრაობის“, შესაბამისად - მისი ლიდერის, პრეზიდენტ სააკაშვილის - შესაბამისად, მისი ბიძის - თემურ ალასანიას დემონიზება ხდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად – პარლამენტის შტურმი არის პატრიოტიზმის გამოვლინება, კონსტიტუციისა და ინსტიტუტების დაცვა კი, ბოროტება.
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები ბერმუდის სამკუთხედის მისტიურ პროცესებს დაემსგავსა, როცა ხმის მიცემის შედეგები ტელეპატიის რანგში გადადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.