რა მიზანია საქართველოში - საბოლოოდ განდევნონ რუსები, შეცვალონ მთავრობა და უფლება მისცენ ამერიკულ თვითმფრინავებს, რომ გამოიყენონ ქართული აეროდრომები ანუ ყოფილი საბჭოთა აეროდრომები, ირანის დასაბომბად, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.
თბილისის მერიის ხელშეწყობით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი პროფესორები და ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ. ამის
შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, პროექტი უნივერსიტეტებთან თანმშრომლობით
განხორციელდება.
თბილისში, ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზის მშენებლობა იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, გზა, რომელიც ჯამში 15 მილიონი ჯდება ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტომაშ პეტრშიჩეკს ხვდება, რის შემდეგაც მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვარკეთილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის ბიჭია, რომელიც შედარებით მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სასამართლოს შენობის გარეთ ჩხუბის დროს ასაკოვან ქალბატონს ხელი მოტეხა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ პორტალ Odessit.ua-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ვლადიმერ პუტინს 2 -იანი, საქართველოს ისტორიის ცოდნაში! დიახ! აი, ამიტომაა აუცილებელი შეხვედრა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რათა საქართველოს „ისტორიის მოკლე კურსი“ გავაცნოთ რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც დღევანდელ ინტერვიუში ნათქვამ „სიბრძნეებზე“ ეტყობა, რომ ამ საკითხში, საქართველოს მიმართ ოსს-აფხაზ (სომეხ!) „ისტორიკოსებისაგან მიწოდებული სიმართლით“ ხელმძღვანელობს, რაშიც სეპარატისტებს მათი რუსი მაღალჩინოსანი ლობისტები ეხმარებიან!!!
ცაგერის მუნიციპალიტეტში ხვამლის მთის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი კი, 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო“ და თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, არ უნდა იქნეს დავიწყებული ისტორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.