ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრთან პეტერ ბოითთან.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ალექსანდრე ტოგონიძის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თურქეთში, ქალაქ ამასიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 60 წლის ქალის ცხედარი პოლიციამ მისივე სახლში აღმოაჩინა
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტები ხორციელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ა(ა)იპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ანგულ მიქავა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მრავალწლიანი კულტურების ბაღებში გასატარებელ აგრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებზე და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინდოეთის მთავრობამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰიმაილაიზე დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთებია ასახული.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, რომ განიხილოს მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტის წინაშე წარსდგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.