პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, დადგა დრო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ახალი კურსი დაიწყოს.

სრულად...

საბერძნეთში, თესალონიკში, შტორმის შედეგად 6 ტურისტი დაიღუპა, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

სრულად...

ირანის რევოლუციის მცველთა შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, თუმცა მათი განზრახვა რაკეტებით აღჭურვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემმა ჩაშალა, რომელიც თან ახლდა ნავთობტანკერს, იუწყება აშშ-ის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სრულად...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეწვია. მაღალი რანგის სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არხის პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს. 

სრულად...

ურეკში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სრულად...

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი გამოვლინდა. წინსაწარი სამეცნიერო შეფასების მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია. ამავე დასკვნის მიხედვით, ახლადგამოვლენილი კანკელი მე-11 საუკუნისაა. 

სრულად...

ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“-ის გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სავალუტო ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა,  ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს.

სრულად...

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი