ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჩხერე-ქვემო ხევი-შქმერი-ზუდალის მე-2 ლოტის, 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის განცხადებას.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, გენერალური პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსთავი2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს.
საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების უმეტესობა დათვლილია და ხმების 39.85% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტია „სირიზას“ 31.53%.
„იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა“ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა“, ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებას.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გვიან ღამით თქვა, რომ კომპანია არ განაახლებდა მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული“.
საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგნოზით ხმების 39.7% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ 31.5%.
ირანმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ გაითვალისწინებს და რამდენიმე საათში დაიწყებს ურანის გამდიდრებას 3.67%-ზე მეტი კონცენტრაციით, რათა ბუშეჰრის ბირთვული ქარხანა საწვავით უზრუნველყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.