"თბილსერვისჯგუფმა" დასუფთავებისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა. ტექნიკა "თბილსერვისჯგუფმა" მოსახლეობას ევროპის მოედანზე წარუდგინა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში კედლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ ცოტა 12 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 6-ს შეადგენს.
ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას. სპეციალური პირობებით ისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ლიცენზიის მოთხოვნებს.
იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ქალაქ ხონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ახალაშენებულმა იუსტიციის სახლმა ფუნქციონირება 28 ივნისიდან დაიწყო. ფილიალის თანამშრომლებს ახალი შენობის ამოქმედება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა
სწავლება უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან.
პანამას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 66 წლის პოლიტიკოსმა, ლაურენტინო კორტისომ, პრეზიდენტად არჩევის ცერემონიაზე ფიცი დადო, რომ ქვეყანას კორუფციისგან იხსნის, ასევე, დააბალანსებს ურთიერთობებს ჩინეთსა და აშშ-სთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, როცა „სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების ანტირუსული მიმართულებით წარმართვა შეძლეს“ - აღნიშნული საკითხი გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.