სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აფხაზეთის ომში 1993 წელს დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს: გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და დაესწრნენ დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს.
ჩინეთმა დემონსტრანტები, რომლებმაც ჰონგ კონგის პარლამენტის შენობაში შეჭრა ვანდალიზმით სცადეს, „არაკანონიერი ქმედებებში“ დაადანაშაულა. აქტივისტთა ჯგუფმა, რომელიც ათასამდე ადამიანისგან შედგებოდა, რამდენიმე საათით პარლამენტი ალყაში მოაქციეს და შენობის ფასადი დააზიანეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან 20-21 ივნისის საპროტესტო აქციისას დაშავებული დემეტრე ნაყოფია, რომელსაც თვალი და თავი დაუზიანდა, თუმცა ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იხსნენებს და ამბობს, რომ პოლიციამ პარლამენტთან დარჩენილ დემონსტრანტების მცირე ჯგუფს ფარები ააფარა „შემოდითო, პირბადეები, ეს ყველაფერი მოგვიწყვეს, უპრობლემოდ და დაგვიცვეს, მართლა დაგვიცვეს. თავისი მოვალეობა შეასრულეს პირნათლად“.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის უმთავრეს წინაპირობად ბლოკების არსებობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოში არასდროს შეცვლილა ხელისუფლება ბლოკების გარეშე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების წესსა და სხვა საკითხებზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება, დაფინანსების თაობაზე კი ლოგიკური კავშირი უნდა არსებობდეს, რადგან, როგორც ვოლსკი მიიჩნევს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ისეთ პარტიებს მიაქვთ, რომელთაგან საზოგადოება არც პიროვნებებს იცნობს და არც ამ პარტიების სახელი გაუგია.
„ინფლაციური პროცესების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში აისახება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.