მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ - შსს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას აგრძელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587130 ლარს შეადგენს.
„მე დარწმუნებული ვარ, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე ზონალური პარკირების პროექტი წარმატებით განხორციელდება და შემდეგ უკვე ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბნებში“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, სამდღიანი ტრენინგების სერია - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ დაიწყო.
ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარსა და ეშტიაში გზების მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.
ამერიკის შეერთეული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 ივლიისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღლუმი გამართვას გეგმავს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკური ძალები თუ ვისთან არ შევა „ქართული ოცნება“ კოალიციაში 2020 წლის პარლამენტში. „ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – თქვა მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში - „თავისუფალი ხედვა“.
მოკლულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 80 ადამიანი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთ გარეუბანში მიგრანტების დაკავების ცენტრზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. დაღუპულთა უმეტესობა აფრიკელი მიგრანტები არიან.
ლონდონში ერთ-ერთი კერძო სახლის სახურავიდან მამაკაცის ცხედარი ჩამოვარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სახლის მეპატრონე ეზოში მზის აბაზანას იღებდა.
შეკვეთილთან, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.