ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ, - ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა.
თბილისის მერი კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობას უხდის.
A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ავარია მოხდა. გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 492 ათას ლარს შეადგენს.
პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე იმყოფება, ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მის დიპლომატიურ პასპორტს ასახელებს.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციაში, საბერძნეთის საზღვრის სიახლოვეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსში, რომელიც მაღაზიას შეეჯახა, არალეგალი მიგრანტები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ვინაობა და წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.
თქვენ ხართ ივანიშვილის ,,ტროიკის" ორი წევრი, ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნის საკითხს განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.