„საქმე გვაქვს გასაკეთებელი და გადავიდეთ საქმეზე. ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი. გვეყოლება ათეულები, ასეულები და ათასეულები. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა არეულობის მოწყობა იარაღით, წავიდეს აქედან, მათი ადგილი აქ არ არის“, განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისში, ვერის ბაღში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლმა აღიარა, რომ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფო თანხები და ახლა 15,000 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს, იტყობინება BBC. სარა ნეთანიაჰუს ბრალი დასდეს 99,300 აშშ დოლარის რეზიდენციის გარეთ საკვების მომსახურებისთვის დახარჯვაში. იგი თავს იმით იმართლებდა, რომ პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში მზარეულები არ იყვნენ ხელმისაწვდომი, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.
ელექტროსისტემის მასობრივმა დაზიანებამ მთელი არგენტინა და ურუგვაი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, იტყობინება BBC არგენტინის მთავარ ელექტრომიმწოდებელ კომპანიაზე, „ედესურზე“ დაყრდნობით. შუქი ასევე არ მიეწოდება ბრაზილიის და პარაგვაის ზოგიერთ ნაწილს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში უფასო სამედიცინო კვლევების აქცია დაიწყო, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქუთაისში არსებული „კლინიკა ბომონდი“ ატარებს.
მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოშია. სუმოისტი თბილისში დღეს ჩამოფრინდა. შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ახლობლები და გულშემატკივრები მრავალჟამიერითა და ოვაციებით დახვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.