კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ნიგვზნარაში მდგრადი განვითარების ფესტივალთან დაკავშირებით ონის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის და „ფონდ აფხაზინტერკონტი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.
წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.
საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინვესტორებს სან-ფრაცისკოში გამართულ შეხვედრაზე.
9 ივნისს გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მთაწმინდიდან არჩევნების გზით დავიწყოთ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, განაცხადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ პირდაპირ ეთერში, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესთან დებატებისას.
საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, უძველესი ტრადიციები - ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე, დადექით იმ გზაზე, რომელიც ეკლესიასთან მიგიყვანთ, – ასე მიმართა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.
კოჯორში, 25, 000 კვ.მ ტერიტორიაზე ახალგაზრდული სოფლის აშენება იგეგმება. ამის შესახებ ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილე გიორგი მახათაძესთან ერთად ქალაქ ცაგერში ახლად დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.