მესტიაში „ევროპის დღე-2019“ გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ნელი ნავერიანმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროპული და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე და ევროპული ოჯახის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
დღეს საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება. კონფერენციის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ.
საქართველოს, პირველ ოფიციალურ ვიზიტად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა.
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდის შეხვედრის მთავარი თემა.
პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა, დღის წესრიგი განიხილეს. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, კერძოდ, განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის ირმა ხელაძის ორგანიზებითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით, კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“, მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალსა და პედაგოგებს ახალი ინიციატივები და პროექტები გააცნო.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, პატარა ღების მოსახლეობას შეხვდა, მოინახულა „სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - სარიტუალო სახლის მშენებლობის პროცესი, მოისმინა სოფლისთვის აქტუალური პრობლემური და პრიორიტეტული საკითხების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.