„მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.

სრულად...

უახლოეს მომავალში თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპილოტე პროქტი განხორციელდება, რომელიც რეაბილიტირებულ გამზირზე სანაგვე ურნების მიწის ქვეშ განთავსებას ითვალისწინებს.

სრულად...

„დიდი იმედი მაქვს ნაცების რეიტინგი გაუტოლდება იმ მაჩვენებელს, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ანუ 6%-ს და ერთი წლის თავზე კი, ნულს გაუტოლდება“, წერს „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადების საპასუხოდ.

სრულად...

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.

სრულად...

აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმში ღია კარის დღე გაიმართა. მუზეუმის სპეციალისტმა ნანა ჯალაღონიამ მეგრულ ფოლკლორში ქართული ხალხური სიმღერის მოამაგეთა ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

სრულად...

ფოთში,  გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. მამაკაცის ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში საქართველოს კანონის პროექტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას III მოსმენით უყრის კენჭს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

სრულად...

„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში“, – განაცხადა  „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი