ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში გამგეობის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად დაიწყო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, ხუთი თვით იყო განსაზღვრული, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა.
მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი III მოსმენით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რაც მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას, ნაცვლად 5 ლარისა, 20 ლარით ითვალისწინებს. ამავე კანონპროქტის მიხედვით, საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება (ნაცვლად 50 ლარისა).
23 მაისს, დაბა მესტიაში „ევროპის დღე-2019“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გარბენი „ევროპის დღეების თასი“, რომელიც დაიწყება 14:00 საათზე დ. მესტიის შემოსასვლელიდან, სეტის მოედნამდე.
მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი I მოსმენით განიხილავს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინიციატივას - საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/293, 27.02.2019)
28-31 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიდერობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.