თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და ნუ გააიგივებენ სალომე ზურაბიშვილს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე გიორგი გახარიას დანიშვნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ეხმაურება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული ქუჩები ცენტრალური დანიშნულებისაა, რომელთა საშუალებითაც, გლდანის რაიონის მოსახლეობა, როგორც სხვა უბნებს, ისე შიდა საუბნო გზებს უკავშირდება.
არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას, აცხადებს შეიარაღებული ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია ვიდეომიმართვაში, რომელშიც შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
პარლამენტში ერთმანეთს „ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.
ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციის 300 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისი 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.