პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ქალაქ ხობში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
დაბა ჟინვალში, ბესიკ ბუზალაძის სახელობის ჭიდაობა-ძიუდოს რეგიონალური ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მცხეთა-მთიანეთის სპორტულმა კლუბებმა მიიღეს მონაწილეობა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღთქმა დადო, რომ ხანძრისგან ნაწილობრივ დამწვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ. მეხანძრეებმა შეძლეს გადაერჩინათ 850 წლის ნოტრ-დამის მთავარი ქვის სტრუქტურა, მათ შორის მისი ორი კოშკი, მაგრამ შპილა და ჭერი ცეცხლმა შთანთქა. ხანძართან რამდენიმესაათიანი ბრძოლისას სერიოზული დაზიანებები მიიღეს მეხანძრეებმა.
პარიზში 850 წლის ნოტრ-დამის ტაძარში შუადღისას ხანძარმა იფეთქა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ოფიციოზის განცხადებით, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სარესტავრაციო სამუშაოებთან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებულ დეზინფორმციულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც, წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციაა.
ლევან იზორიამ პატრიკ ფრანცენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.