აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს, აცხადებს მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს ანაცვლებს. არა. უბრალოდ, იშლებიან. არც თუ ისე ცოტა აქტივისტი აპირებს პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას და „დაიცავი საქართველოსთან“ გადაბარგებას, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას.
ხომ არ შეგეშინდა? - ასე მიმართა ყოფილ თანაგუნდელს, პარლამენტის თავმჯდომარეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მას შემდეგ, რაც მას ირაკლი კობახიძის მოთხოვნით მიკროფონი გამოურთეს.
პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას შორის პლენარულ სხდომაზე შეკამათება მოხდა.
პირდაპირ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გადარჩება იმიტომ, რომ ხალხს კატეგორიულად აღარ უნდა. ხალხი ემზადება შეთქმულების მოსაწყობად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას.
თავდაცვის უწყება კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი სექტემბრამდე იგეგმება.
საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, გამართეს.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის და კვიპროსის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაჯანის საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.