საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური ჯავშანსაწინააღმდეგო საველე სწავლება ჩაატარა. წვრთნებს კონტროლს I ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მიაწოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა.
ქალაქ ხობში, 12 აპრილს, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია და კომისიის წევრები თორსის, ხეთის, პირველი მაისის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით, “მწვანე კლუბის” მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუდენტების განცხადებით, აუცილებელია დარეგულირდეს გაუმართავი ავტომანქანების საკითხი და გატარდეს ტაქსების ეფექტური რეფორმა.
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს დღეს უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ.
„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, აღმოსავლეთის მიმართულებით დედაქალაქის შესასვლელი-გასასვლელი დაასუფთავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.