საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ. ხ. და 1989 წელს დაბადებული ს. გ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დედაქალაქის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების რეფორმის დეტალები კიდევ ერთხელ გააცნო და იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.
საქართველოსა და ევროსაბჭოს საერთო ინტერესებში არსებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართა.
ქართველი ესკორტის ოფიცრები ჯეკ შეფერდს ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გადასცემენ.
მამუკა ბახტაძემ და ლილიენ მორი პასკიემ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გუშინ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
დღეს, 10 აპრილს, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დუშეთის მუნიციპალიტეტს, საელჩოს პირველ მდივანთან, ტატიანა კოვპაკთან ერთად ესტუმრა. უკრაინელი დიპლომატები მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ინაშვილმა მიიღეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მდინარე ქვედრულაზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.
დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ათ მისამართზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, სამ ობიექტზე საცხოვრებელი შენობის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეკეთდა სამი ამორტიზებული ლიფტი და საერთო სარგებლობის კიბე, სამ მისამართზე კი წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.