ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, პარლამენტში, ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მაიორთან, კვინტინ დოლისთან შეხვედრა გამართა, რომელმაც მომავალი თანამშრომლობის და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში საკრებულოს სხდომას დაესწრო.
ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საინფორმაციო კუთხეების მოწყობა გრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, „შესაძლებელია“, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღმერთის მიერ არის გამოგზავნილი, რათა გადაარჩინოს ისრაელი ირანისაგან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები გრძელდება. პროექტის განხილვა ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, აღნიშნული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.